in

ყველაზე სწრაფად 21-ე საუკუნეში: სუარესმა რონალდოს აჯობა

ლუის სუარესმა ყველაზე სწრაფად გაიტანა ლა ლიგაში 16 გოლი ახალ კლუბში ამ საუკუნეში. მანამდე საუკეთესო კრიშტიანო რონალდო იყო.

„ატლეტიკოს“ ფორვარდმა დუბლი გაახერხა „სელტასთან“.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა პრიმერაში გატანილი გოლების რაოდენობა 16-მდე გაზარდა 17 მატჩში – ეს ხდება ახალ კლუბში სადებიუტო სეზონში.

ეს ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია 21-ე საუკუნეში – კრიშტიანო რონალდომ 2009/10 წლების სეზონში 17 შეხვედრაში 15 გოლი მოასწრო.

ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში სუარესი 3 გოლით უსწრებს მესის და „სევილიის“ ენ-ნესირის. თანაც ლეომ 19 მატჩი ჩაატარა, ენ-ნესირიმ კი 21.

„სელტასთან“ ფრით შეწყდა „ატლეტიკოს“ 8-მატჩიანი მოგებათა სერია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სლუცკი კვარაცხელიაზე: ქართულ ფეხბურთში ასეთი ტალანტი არ მახსოვს

ქართულ-რუსული სპარინგები თურქეთში: დინამოს მეხუთე მარცხი, დილას გამარჯვება