in

ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონი ლა ლიგას ჰყავს: საიდან არიან არგენტინელები

ლა ლიგა ლიდერია იმ ფეხბურთელების რაოდენობით, რომლებმაც წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.

მოგეხსენებათ, ჩემპიონი არგენტინა გახდა.

„ალბისელესტეს“ შემადგენლობაში 10 ფეხბურთელია, რომლებიც ლა ლიგას წარმოადგენენ:
ხერონიმო რული, ხუან ფოიტი („ვილიარეალი“), ხერმან პეცელია, გიდო როდრიგესი („ბეტისი“), გონსალო მონტიელი, მარკოს აკუნია, პაპუ გომესი („სევილია“), ნაუელ მოლინა, როდრიგო დე პაული, ანხელ კორეა („ატლეტიკო“).

შემადგენლობაში პრემიერლიგის 5 მოთამაშეა: ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“), კრისტიამ რომერო („ტოტენჰემი“), ლისანდრო მარტინესი („მანჩესტერი“), ალეკსის მაკალისტერი („ბრაიტონი“), ხულიან ალვარესი („სიტი“).

4 ფეხბურთელი იტალიიდან გამოიძახეს: პაულო დიბალა (“რომა“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), ანხელ დი მარია, ლეანდრო პარედესი („იუვენტუსი“).

2-2 მოთამაშე წარმოადგენს პორტუგალიურ და ფრანგულ ლიგებს. ნიკოლას ოტამენდი და ენცო ფერნანდესი („ბენფიკა“), ნიკოლას ტალიაფიკო („ლიონი“) და ლიონელ მესი (პსჟ).

თითო ფეხბურთელი არგენტინის ნაკრებში არიან ბუნდესლიგიდან (ეკსეკიელ პალასიოსი, „ბაიერი“) და MLS-დან (ტიაგო ალმადა, „ატლანტა“).

არგენტინაში მარტო ფრანკო არმანი თამაშობს („რივერ პლეიტი“).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

NBA-სა და ევროლოგის ვარსკვლავები მესიზე: უდიადესია – ფეხზე მდგომი ვუკრავ ტაშს

პელე: მესიმ ტიტული დაიმსახურა, მარადონა კი იღიმის