in

ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს აქვს: საქართველო 33-ეა

აშშ-ს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლების საერთო ანგარიშის მიხედვით გაიმარჯვა. ამერიკელმა ქალმა ფრენბურთელებმა მონაგარს კიდევ ერთი ოქრო მიუმატეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა პირველ ადგილზე გასასვლელად.

აშშ-მ ტოკიოში 30 ოქრო მოიპოვა, 41 ვერცხლი და 33 ბრინჯაო – სულ 113 მედალი.

მეორე ადგილზე ჩინეთია, რომელსაც ამერიკაზე ერთი ნაკლები ოქრო აქვს – 38. ჩინელების მონაგარია – 38-32-18: ჯამში – 88.

მესამე ადგილზე მასპინძელი იაპონია აღმოჩნდა – 27-14-17 – სულ 58 მედალი.

საქართველომ ტოკიო 2020-ზე 8 მედალი მოიპოვა. 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, რის გამოც საქართველო საერთო ჩათვლაში 33-ე ადგილზე გავიდა.
მართალია, ჩვენ უფრო მეტი მედალი გვაქვს, ვიდრე ჩვენს წინ მყოფებს (ირანი, სერბეთი, ბელგია, ბულგარეთი, სლოვენია, უზბეკეთი), ან პირიქით, ჩვენს ქვემოთ მყოფ გუნდებს ჩვენზე მტი მედალი აქვთ (ტაივანი, თურქეთი, უკრაინა), მაგრამ აქ გადამწყვეტ როლს მედლის სინჯი თამაშობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მელიები ქალაქელებს შეუძვრნენ: ლესტერმა სიტის ინგლისის სუპერთასი მოიგო

მესიმ ბარსას ფეხბურთელებთან გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოაწყო