in

ყველაზე დიდი ცირკი: ოლიმპიური ფეხბურთი სკანდალით დაიწყო… არგენტინის გოლი 2 საათის შემდეგ გააუქმეს

ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირი სკანდალით დაიწყო!
არგენტინამ მაროკოს მე-16 წამატებულ დროში გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2. მსაჯი გლენ ნიუბერგი სანახავად წავიდა. ამასობაში სენტ-ეტიენის სტადიონზე უწესრიგობა დაიწყო, რის გამოც არბიტრმა გუნდები გაიყვანა, მაყურებლებს კი სტადიონის დატოვება სთხოვეს. მატჩის განახლების შემდეგ არგენტინის გოლი გააუქმეს და გუნდებმა სულ რამდენიმე წუთი წაითამაშეს.

არგენტინის მწვრთნელი ხავიერ მასკერანო თამაშის შემდეგ გაოგნებულ-გაცოფებული იყო:

„ეს ყველაზე დიდი ცირკია, რაც ცხოვრებაში მინახავს.

გუშინ ტიაგო ალმადა გაძარცვეს. ყველგან პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს გვთხოვენ, მერე კი რაღაც ასეთი ხდება. დღეს გულშემატკივრები 7-ჯერ შემოვარდნენ მოედანზე, ჩვენ კი პეტარდები დაგვიშინეს.
გვითხრეს, რომ 2:2 საბოლოო შედეგი იყო.
ჩვენ ოლიმპიურ თამაშებში ვმონაწილეობთ და არა რაიონულ შეჯიბრში. ასე არ შეიძლება“.

106-ე წუთზე გატანილი არგენტინის გოლი გააუქმეს მატჩის განახლების შემდეგ. პაუზამ კი დაახლოებით 2 საათს გასტანა.

მომენტი, რომელიც ისტორიაში შევა: ოლიმპიადაზე მსაჯი აბსოლუტურად ცარიელ სტადიონზე აუქმებს გოლს გატანიდან 2 საათის შემდეგ…

2 საათის შემდეგ მატჩის განახლებას გამოეხმაურა ოტამენდიც:
„ისტორიული სირცხვილი. არგენტინა 1 საათი და 40 წუთი ელოდა, მაგრამ არავინ არაფერი არ უთხრა“.

ერთსიტყვიანი კომენტარი გააკეთა ლეო მესიმაც:
უცნაურია

არგენტინის ფანებმა აშრაფ ჰაკიმის მაიმუნის ემოჯები დაუწერეს, „შავი“ და „მოძალადე“ ეძახეს.

სხვა მატჩებიდან საფრანგეთმა აშშ-ს 3:0 მოუგო, ესპანეთმა აჯობა უზბეკეთს (2:1), უკრაინა დამარცხდა ერაყთან (1:2).
ხოლო ისრაელის ჰიმნს უსტვინეს მალისთან შეხვედრაში. ტრიბუნებზე პალესტინის დროშები იყო გამოფენილი…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ნაპოლის დაუბრუნდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა: ახალი ოცნებები, ახალი მიზნები

არაფერი დამთავრებულა, შევხვდებით ქუთაისში: ტორპედომ პირველი წააგო