ესპანეთი ზედიზედ მე-15 გავიდა დიდ ტურნირზე – 8 მუნდიალი და 7 ევრო.
ბუსკეტსს 133 მატჩი მოუგროვდა ესპანეთის ნაკრებში, ის ჩავის დაეწია. წინ კასილიასი (167) და რამოსი (180) არიან.
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის საკვალიფიკაციოში საშინაო მატჩი ბოლო 28 წელიწადში მეორედ წააგო.
რენატო სანჩეშმა ევრო 2016-ის შემდეგ პირველად გაიტანა.
15 წლის რუმინელი სალი ევროპის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრების ოფიციალურ მატჩში ითამაშა. ეს რეკორდია.
მბაპემ L’Equipe-სგან უმაღლესი შეფასება მიღო (10-დან 10) ყაზახეთთან მატჩში. ეს მე-12 შემთხვევა გაზეთის ისტორიაში.
მბაპემ 36 წლის განმავლობაში პირველმა შეასრულა ჰეთ-თრიქი საფრანგეთის ნაკრებში ოფიციალურ შეხვედრაში.
მბაპე საფრანგეთის ნაკრების პირველი ფეხბურთელია 63 წლის განმავლობაში, რომელმაც 4 გოლი გაიტანა.
რაბიომ პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის ნაკრებში – 23-ე მატჩში.
ბენზემამ 35-ე გოლი გაიტანა ნაკრებში და ბომბარდირთა შორის მეხუთეა. ლიდერი ტიერი ანრია – 51 გოლი.
გარეთ ბეილმა მე-100 მატჩი ითამაშა ნაკრებში. მარტო ჰანტერს აქვს უფრო მეტი – 106.
მემფის დეპაიმ 37 გოლი შეაგდო ნიდერლანდებში და მე-4 ადგილზეა. ვან პერსის 50 გოლი აქვს.
ბელარუსმა ზედიზედ 8 მატჩი წააგო საერთო ანგარიშით 4:24.
ყაზახეთი ვერ იგებს 15 მატჩია: 10 წაგება და 5 ფრე.
9 ნაკრები, რომლებიც ყატარის მუნდიალზე უკვე გავიდნენ
GIPHY App Key not set. Please check settings