ლევან ყენიამ გერმანულ “იურდინგენთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა და მომდევნო სეზონსაც ობერლიგაში გაატარებს. ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს. ქართველს კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსი ექნება.
“ლევან ყენია ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ის ჩვენთვის სასარგებლოა როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის სტატუსით. ლევანს უდიდესი გამოცდილება აქვს და ნახევარდაცვის რამდენიმე პოზიციაზე მისი დახმარება დაგვჭირდება” – განაცხადა გერმანული კლუბის ბორდის წევრმა დამიენ რატსმა.
შეგახსენებთ, “იურდინგენი” ამჟამად მე-5 დივიზიონში იმყოფება. ყენია კი კლუბის ღირსებას 2020 წლიდან იცავს. გასულ სეზონში ყენიამ ობერლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივარს თავი 5 ასისტით დაამახსოვრა.
GIPHY App Key not set. Please check settings