ყატარში პერსონალი სამუშაო პირობებზე ჩივის.
ინდოეთიდან 212 მოლარე (205 კაცი და 7 ქალი) საკვებისა და წყლის გარეშე დატოვეს 6 საათით გახსნის ცერემონიის წინ.
ისინი 9:00 საათზე წაიყვანეს და სტადიონთან 10:00 საათზე ჩამოსვეს, არენაზე კი 16:00 საათამდე არ შეუშვეს. მოლარეებს უთხრეს, რომ ხელმძღვანელს დალოდებოდნენ, საკვები კი არ მისცეს.
მსგავსი ინციდენტი მოხდა 20 ფილიპინელ გამყიდველთან დაკავშირებითაც, რომლებიც სტადიონთან საკვებისა და წყლის გარეშე სამი საათის განმავლობაში აყურყუტეს.
ყველა თანამშრომელმა კონტრაქტი ერთი თვით გააფორმა ყოველდღიური სამუშაოს პირობით. მათ უფასოდ აქვთ საცხოვრებელი და ერთჯერადი კვება.
GIPHY App Key not set. Please check settings