ყატარელი ინვესტორები მზად არიან „მანჩესტერი“ იყიდონ 5 მილიარდ ფუნტად.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ისინი შესაფერის წინადადებას ამზადებენ.
კონსორციუმს, რომელშიც ქვეყნის ყოფილი პრემიერი ჯაბერ ალ ტანიც შედის, გლეიზერების ოჯახისგან კლუბის გამოსყიდვის წინადადებაში ბოლო შტრიხები შეაქვს.
ამასთან Sky Sports ადრე წერდა, რომ გლეიზერებს 5 მილიარდი სურდათ, მაგრამ ყატარელები არ აპირებდნენ ზედმეტად დახარჯვას და „მათ დაკრულზე ცეკვას“.
GIPHY App Key not set. Please check settings