თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.
ფინალში პეტრიაშვილმა ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დრამატულ ბრძოლაში 10:9 მოუგო.
პირველ პერიოდში ანგარიში პეტრიაშვილის სასარგებლოდ 12:1 იყო, სუფთა გამარჯვება იზეიმა, მაგრამ მეტოქემ ჩელენჯი მოითხოვა, ქართველს 2 ქულა ჩამოაკლეს, 10:1 დაფიქსირდა და ჭიდაობა გაგრძელდა. ირანელმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო…
ბრძოლის დასრულებისას გენო პეტრიაშვილმა მეტოქეს ჟესტი გაუკეთა: ხელიტ აჩვენა, რომ გვირგვინი მისია.
ირანულ მედიაში ქართველის ჟესტს ამირ ჰოსეინ ზარეს წინააღმდეგ ამბავი მოჰყვა.
ცხადია მათ ჩვენიანის ასეთი საქციელი არ მოსწონთ. სოციალურ ქსელში კი შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც კი მოიხსენიებენ და ჩემპიონად თავისიანი მიაჩნიათ.
რატომ გააკეთა ეს პეტრიაშვილმა?
2023 წელს ამ ზარემ გენო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა და ქართველს ზუსტად იგივე, გვირგვინის ჟესტი უჩვენა.
„არ მჯერა. იმედია დავიჯერებ, არ გამეღვიძება. ყველას, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მადლობა უფალს, რომ შევძელი. ღმერთის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი!“ – ეს უკვე გენოს ემოციური კომენტარია და მთავარი ხომ მართლაც ესაა – ჩემპიონები ჩვენ გავხდით!
GIPHY App Key not set. Please check settings