in

ღირსეული კაპიტანი – ბილბაოელი მუნიაინი სოსიედადის ზეიმს დაესწრო

3 აპრილს სევილიას “ლა კარტუხას” სახელობის სტადიონზე ესპანეთის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ბასკურ დერბიში “რეალ სოსიედადმა” ბილბაოს “ატლეტიკი” მიკელ ოიარსაბალის პენალტით დაამარცხა.

ბასკების დერბი სოსიედადმა მოიგო და ესპანეთის თასს მესამედ დაეუფლა

მატჩის შემდეგ, საზეიმო ცერემონიალზე, რომელსაც “სოსიედადი” თასით აღნიშნავდა, “ატლეტიკის” კაპიტანი იკერ მუნიაინიც ესწრებოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სპორტსმენს მეტოქის დაფასება და ღირსეულად წაგება უნდა შეეძლოს.

“დიახ, მე მოედანზე დავრჩი და მეტოქის საზეიმო ცერემონიალს ვესწრებოდი, რადგან ნამდვილ კაპიტანს ღირსეულად მარცხი და მოწინააღმდეგის დაფასება უნდა შეეძლოს”, – თქვა იკერ მუნიაინმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პოლიტიკა, სამხედრო სამსახური, აზარტული თამაშები, პორნო – უცნაური პროფესიები, რომლებიც ფეხბურთელებმა კარიერის შემდეგ აირჩიეს

აშშ-ს ღია პირველობაზე ჩოგბურთელებს პირსახოცს დრონით მიაწოდებენ