„ქუთაისმა“ ფიბა ევროპის თასის 2024-25 წლების გათამაშებაში ბოლო, მე-6 მატჩი გამართა და დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში მოიგო – 93:92.
ჩვენი მეტოქე ბულგარული „ბალკანი“ იყო. თანაბარი შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა – 85:85. ოვერტაიმში ჩვენ უფრო გაგვიმართლა და მოვიგეთ. წინ ბოლო წამებზე გავედით (ჯოინერი ფარქვეშ შედეგიანად შევიდა), თუმცა მეტოქეს შეტევის დრო დარჩა. რთული პოზიციიდან ჩაგვიგდეს კიდეც, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო (მსაჯებმა ვიდეოზე გადაამოწმეს), წამის მეათასედები დააკლდათ…
გიორგი კორსანტიამ 18 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, აკაკი დვალიშვილმა – 22 ქულა და 5 მოხსნა. ჯოინერმა 21 ქულა ჩააგდო, სმიტმა – 16.
„ქუთაისმა“ სეზონი ორი გამარჯვებით დაასრულა.
ჩვენი ჯგუფიდან ესპანური „ბილბაო“ და სლოვაკური „პრიევიძა“ გავიდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings