კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ომონიასთან“ 1:2 დამარცხდა და ევროსეზონი დასრულდა.
„ტორპედოს“ სტუმრად 1:3 ჰქონდა წაგებული და ამიტომ იძულებული იყო თავიდანვე შეეტია. ორი მომენტი შეიქმნა კიდეც, თუმცა უშედეგოდ. ამას კი მეტოქის იერიშები მოჰყვა, მეკარე კლიაიჩმა ორჯერ გადაარჩინა „ტორპედო“, თუმცა სტემპინსკიმ ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხა.
მეორე ტაიმის დასაწყისში იმედი გაჩნდა. საკუთარი ნახევრიდან ელიტონ ჟუნიორის წამოწყებული შეტევა მარჯვენა ფლანგზე ვარლეიმ გააგრძელა, რომელმაც ბურთი კარის წინ მყოფ მომო იანსანეს გადააწოდა – მომოს დარტყმა ზუსტი გამოდგა და ანგარიში გათანაბრდა.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ამის შემდეგ „ტორპედო“ დიდად ხიფათის შექმნას ვეღარ ახერხებდა და „ომონიას“ დიდი საფრთხე არ ადგა. პირიქით, ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, რომ კონტრეშეტევა აქეთ არ გამოგვპაროდა. მეტოქემ გამარჯვების გოლი პენალტით გაგვიტანა, რომელიც გარკვეულ კითხვებს ბადებს: „ომონიას“ ფეხბურთელს ბურთი უკვე დარტყმული ჰქონდა, როდესაც ჩვენი მცველი შეეხო. თუმცა უნდა ვაღიაროთ, ამ პენალტის გამო არ წაგვიგია, მეტოქე უკეთესი იყო.
კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. განმეორებითი მატჩი
1 აგვისტო. ქუთაისი. “რამაზ შენგელია არენა”. 10 000 მაყურებელი
ტორპედო (ქუთაისი) – ომონია (ნიქოზია)1:2
პირველი მატჩი 1:3
გოლები: 0:1 სტეპინსკი (25. სემედუს პასით), 1:1 იანსანე (47. ვარლეის პასით), 1:2 სემედუ (81-პენ)
ტორპედო: კლიაიჩი, სანდოხაძე, სახო, ნადარაია, ელიტონ ჟუნიორი, გიგაური (71. ჟორჟინიო), ვარლეი, შერგელაშვილი (71. ფაცაცია), პირესი, იანსანე, იონსენი
მწვრთნელი: სტივ კინი
გაფრთხილება: პანაიოტუ (45), ხამასი (57), ხარალამპუსი (61), იანსანე (66), ფაცაცია (79)
GIPHY App Key not set. Please check settings