in

ქუთაისის აიას 14 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა

რაგბიში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ქუთაისის “აიას” 14 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა და შესაბამისად მთელი გუნდი ერთკვირიან კარანტინში გადავიდა. შესაბამისად, 6 ნოემბერს ქუთაისის “აია არენაზე” გასამართი შეხვედრა, რომელშიც “აიას” კიკეთის “იუნკერების” მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

როგორც აღვნიშნეთ, ქუთაისის “აია” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია. წინა სეზონის ფინალურ შეხვედრაში მათ ბათუმი” 16:13 დაამარცხა.

“აიას” 4 მატჩში (თბილისის ლოკომოტივთან მატჩი ასევე გადაიდო) მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და მე-8 ადგილზეა, ლიდერი კი სწორედ ბათუმია, რომელსაც მაქსიმალური შედეგი – 5-დან 5 მოგება გააჩნია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლერი აბულაძე: ფავორიტად ვითვლებოდი და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ოქროს მედალი მოვუტანე

ჩავი კამპ ნოუს სურნელს ისევ შეიგრძნობს: ლეგენდა სახლში ბრუნდება