30 წლის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე (12-3) ვერ შეძლებს 27 წლის ბრაზილიელ ტიაგო მოიზესს (16-6) ეჩხუბოს 21 იანვარს UFC 283-ზე რიო დე ჟანეიროში. ჩვენიანის ტურნირიდან მოხსნის მიზეზი არ გახმაურებულა.
„ვნახოთ, გამონახავენ თუ არა მოიზესისთვის შემცვლელს. ბრაზილიელს აშკარად სურს გამოსვლა, თუმცა უმჯობესი იქნება ბრძოლის გადადება“, – წერს Sportskeeda.
ქუთათელაძემ წინა ბრძოლა დათმო დამირ ისმაგულოვთან ლას ვეგასში.
GIPHY App Key not set. Please check settings