პორტუგალიის ჩემპიონატის მე-2 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ საშინაო არენაზე კაცნაკლულ „აროუკას“ 6:0 მოუგო. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 73-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
სპორტინგი – აროკა 6:0
გოლები: 1:0 მანგასი (20), 2:0 სუარესი (30, პენ), 3:0 ტრინკაო (45), 4:0 მანგასი (50), 5:0 სუარესი (62), 6:0 ტრინკაო (76)
გაძევება: ნანდინი (30, აროკა)
„სპორტინგს“ 6 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 23 აგვისტოს სტუმრად „ნასიონალთან“ ჩაატარებს.
ნოდარ ლომინაძემ ზედიზედ მეორედ ითამაშა „ეშტორილის“ ძირითადში და 70-ე წუთზე შეცვალეს. ქართველის გუნდმა გასვლითი შეხვედრა „გიმარაეშთან“ 2:3 წააგო.
სლოვაკეთის ჩემპიონატში „სლოვანმა“ „სკალიცა 1:0 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგაზე „ქაირათთან“ მატჩის შემდეგ გურამ კაშია დაასვენეს.
ბოსნიის ჩემპიონატში გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ „პოსუშიე“ მიიღო და 2:1 მოუგო. გუნდის ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
უკრაინის პირველობაზე ნიკა გაგნიძის „კოლოსმა“ ლვოვის „კარპატს“ უმასპინძლა და მე-20 წუთზე დაწინაურდა, საგოლე პასი ქართველმა ნახევარმცველმა შეასრულა, შეხვედრა 1:1 დასრულდა. გაგნიძემ შეუცვლელად ითამაშა.
ალექსანდრე ნარიმანიძემ 90 წუთი ითამაშა „ჟილინაში“, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონატში „ტრენჩინს“ ესტუმრა და სეზონში პირველად დამარცხდა – 1:2.
პოლონეთში, პლოცკის „ვისლამ“ ვარშავის „ლეგიას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 21-წლამდელთა ნაკრები ყოფილი მცველი, სანდრო კალანდაძე „ვისლას“ სათადარიგოებში იყო და 85-ე წუთზე შევიდა.
რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეა“ „მიერკურეა ჩიუკის“ სტუმრად დაუპირისპირდა და 2:1 აჯობა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და მეორე საუკეთესო შეფასება – 7.3 ქულა მიიღო.
უკრაინაში პირველად გაიტანა შოთა ნონიკაშვილმა, რომლის „ჩერკასმა“ გასვლაზე გიორგი მაისურაძის „პოლისიე“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კანდიდატმა 29-ე წუთზე პენალტი გამოიყენა და გუნდი დააწინაურა.
ვაკო ყაზაიშვილმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა და „შანდუნ ტაიშანს“ „შენჟენ ჰინპენგჩენგთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა – 3:1.
ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 23-ე წუთზე გატანილი გოლით თავისი გუნდი 2:0 დააწინაურა. ვაკოს 7.7 ქულა დაუწერეს, რაც შეხვედრაში მეორე საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.
ბოლო ოთხ ტურში ყაზაიშვილმა 6 გოლი გაიტანა, სულ 21 შეხვედრაში მის ანგარიშზე 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა და ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings