in

ქოჩორა შევიდა, კაცი გააგდებინა და სპორტინგმა ამის მერე მოიგო

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატში „ნასიონალს“ ესტუმრა და მოუგო – 4:1.

ქართველმა ნახევარმცველმა საკმაოდ დრო მიიღო. გიორგი 32-ე წუთზე ტრავმირებული იაპონელი ნახევარმცველის, მორიტას ნაცვლად შევიდა. ხუთ წუთში „ნასიონალის“ ფეხბურთელმა, პაბლო რუანმა მის წინააღმდეგ იუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მსაჯმა გააძევა. ლისაბონელები ამ მომენტისთვის აგებდნენ და გოლები მერე შეყარეს.

ნასიონალი – სპორტინგი 1:4
გოლები: 1:0 ლეო სანტოსი (3), 1:1 გონსალვეში (52), 1:2 გონსალვეში (76), 1:3 ჰარდერი (83), 1:4 გონსალვეში (90+3)
გაძევება: რუანი (37, ნასიონალი)

„სპორტინგი“ 9 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს შინ „პორტუსთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკომ ზედიზედ მეორედ გაიტანა და სენტ ეტიენს მოაგებინა

ბუდუს ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგა წაგებით დაიწყო, ქართველი შეცვალეს