in

ქოჩორა უკვე შესამჩნევია: გახდება სპორტინგის ახალი ლიდერი

პორტუგალიური „რეკორდი“ წერს, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგში“ გადასვლისთანავე წარმოაჩინა თავი მოედანსა და მის მიღმა, ტრავმის მორჩენის შემდეგ 200%-ით მზადაა და გუნდში მისი გავლენა თავიდანვე თვალსაჩინო ხდება.

აღნიშნულია, რომ ქართველი წინასასეზონო შეკრებაზე ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურაა, მწვრთნელზე რუი ბორჟესზე და მის თანაშემწეებზე შთაბეჭდილება მოახდინა, ისინი თავისი უნარებით, თამაშის კითხვით და უნივერსალურობით გააკვირვა, ავტორიტეტი გახდა, შეუძლია როგორც 6 ნომრის ასევე 8-იანის პოზიციაზე იმოქმედოს, რაც მნიშვნელოვანია, რადგან მორტენ იულმანმა შეიძლება გუნდი დატოვოს.

ქოჩორაშვილი ისეა „სპორტინგში“, თითქოს უკვე კარგა ხნია მისი წევრია, თავდაუზოგავად ვარჯიშობს, თანაგუნდელებს მითითებებს აძლევს, აქებს და მისი ბუნებრივი, ლიდერული თვისებები ბორჟესს ძალიან მოეწონა.

„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, „სპორტინგის“ 26 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მორტენ იულმანმა „იუვენტუსში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

იულმანი „სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილის პოზიციაზე თამაშობს – სწორედ ის შეცვალა ქართველმა „სელტიკთან“ მატჩის 58-ე წუთზე.

Leonino წერს, რომ იულმანის არა მხოლოდ ალტერნატივა, არამედ გუნდის ახალი ლიდერი შეიძლება ქოჩორაშვილი გახდეს, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ახალწვეულია, საამისო უნარები გააჩნია.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას ერთი საათი ლივერპულში: გოლი ისევ არ გაუშვა

სწორედ ასეთი ფეხბურთელი გვჭირდებოდა: დირექტორი წიტაიშვილზე და რატომ გადავიდა აბუაშვილი მეცში