გიორგი ქოჩორაშვილი მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებლით საუკეთესო შორის მოხვდა და ევროპულ ლიგებში მე-5 პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემები სტატისტიკურმა გვერდმა DataMB დაითვალა.
მოგეხსენებათ, ქართველი ნახევარმცველი „სპორტინგის“ ძირითადში თითქმის ვერ ხვდება, 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ძირითადად შეცვლაზე უწევს შესვლა. მცირე დროის მიუხედავად, უშუალოდ პორტუგალიის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებლი აქვს, ტოპლიგებში კი მეხუთეა
საუკეთესო ნახევარმცველები მოგებული ორთაბრძოლების მიხედვით:
ჟორდი კლასი (ალკმაარი, 34 წლის) – 66.67%
ელეს სხირი (ფრანკფურტი, 30) – 64.52%
სანტიაგო კოლომბატო (ოვიედო, 28) – 64.39%
მანდელა კეიტა (პარმა, 23) – 63.64%
გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, 26) – 62.9%



GIPHY App Key not set. Please check settings