in

ქოჩორა და ტრაბზონიო

გიორგი ქოჩორაშვილი დაუკავშირეს თურქულ “ტრაბზონსფორს”, რომელიც იანვრის სატრანსფერო ბაზარზე საყრდენი ნახევარმცველის დამატებას აპირებს, – ამ ინფორმაციას იქაური გამოცემა Takagazete.com.tr ავრცელებს.

როგორც წერენ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ლევანტეს” ერთ-ერთი ლიდერი ორიდან ერთი კანდიდატია “ლიონის” გამოცდილ შუახაზელ კორენტენ ტოლისოსთან ერთად, ვისაც თვით “ბაიერნში” თამაშის გამოცდილებაც აქვს.

“ტრაბზონისფორისთვის” ქოჩორაშვილის ვარიანტს ის უპირატესობა აქვს, რომ “ლევანტე” მას 4 მილიონ ევროდ აფასებს. მაშინ, როცა ტოლისო, ვინც “ლიონში” გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელია, სტატუსის შესაბამისად უფრო ძვირი ღირს.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ტრაბზონსფორი”. ჩვენი აზრით, “ქოჩორას” გზა “ლევანტედან” ლა ლიგამდე ბევრად მოკლეა, ვიდრე ტრაბზონიდან.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გულიაშვილით ოლიმპიაკოსი დაინტერესდა

ხვიჩამ შესაძლოა ნაპოლი მალე დატოვოს