in

ქოჩორა დაბრუნდა და სრულად ითამაშა: ლევანტემ მოიგო

ლა ლიგა 2-ის მე-14 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „ლევანტემ“ სტუმრად აუტსაიდერი „ტენერიფე“ დაამარცხა – 3:0.

გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, შეუცვლელად ითამაშა. მისი შეფასებები საკმაოდ კარგია: flashscore – 7.4, sofascore – 6.9.

ტენერიფე – ლევანტე 0:3
გოლები: 0:1 მორალესი (49), 0:2 ბადია (71, საკ. კარში), 0:3 გარსია (85)
გაძევება: ლუისმი კრუსი (56, ტენერიფე)

„ლევანტემ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 35 ქულით მე-5 ადგილზეა და 12 იანვარს სტუმრად „კადისს“ შეხვდება.

ბარემ ვთქვათ, რომ ესპანეთის თასის 1/32-ფინალში „ვალენსიამ“ სტუმრად სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთი აუტსაიდერი „ელდენსე“ 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა კი მოირჩინა, ვარჯიშიც დაიწყო, მაგრამ განაცხადში არ ყოფილა და მის ნაცვლად ისევ დიმიტრიევსკიმ ითამაშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰაიდენჰაიმის ქართველი ახალწვეული ცივსისხლიანი ბომბარდირია: ვის ადარებენ ბუდუს 

მანჩესტერი ნაპოლის კვარაცხელიას რაშფორდში უცვლის