in

ქოჩორა ბოლო წუთზე შევიდა და… სპორტინგმა მოგებული წააგო

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს“ უჩვეულო რამ დაემართა: თითქმის მოგებული თამაში წააგო კომპენსირებულ დროში.

ლისაბონელები პორტუგალიის ლიგის თასის ნახევარფინალში გიმარაეშის „ვიტორიასთან“ დამარცხდნენ – 1:2.
„სპორტინგი“ 1:0-ს იგებდა, მაგრამ წამატებულ დროში ორი გოლი გაუშვა და გავარდა.

ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კვლავ თადარიგში იყო და მოედანზე მხოლოდ 90+1-ე წუთზე შევიდა. ჩვენიანმა ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.

სპორტინგი – ვიტორია 1:2
გოლები: 1:0 სუარესი (13), 1:1 ნდოიე (90+2), 1:2 ნდოიე (90+11)

„სპორტინგს“ მომდევნო მატჩი 14 იანვარს უწევს, ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „ავეშთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოთი ევერტონიც დაინტერესდა, მაგრამ სენტ ეტიენი ახლა არ უშვებს

ხვიჩა ქუვეითშია: პსჟ-მ იქ მარსელს ფანების გარეშე სუპერთასი უნდა მოუგოს