გიორგი ქოჩორაშვილმა თბილისში „ლევანტეს“ საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს მიმართა და ახალი კემპის ორგანიზებას შეპირდა.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ გოლის მოლოცვისთვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღეა, როდესაც დიდ დიღომში მიმდინარე „ლევანტეს“ კემპში უკვე 135 ბავშვმა მოახერხა ვარჯიში.
ამავე დროს, გულნატკენი ვარ, რომ დარეგისტრირება ყველა ბავშვმა ვერ მოახერხა, მაგრამ მათ მინდა მოვუწოდო, რომ არასოდეს დანებდეთ, იშრომეთ და ღმერთი და ფეხბურთი მონდომებას აუცილებლად დაგიფასებთ. მალე დაიგეგმება ასეთივე ან უკეთესი კემპი, „ლევანტესთან“ თუ მის გარეშე.
ასევე მინდა მოვუწოდო გოგონებს, რომ იაქტიურონ, რადგან საქართველოში ქალთა ფეხბურთი ძალიან მაგრად ვითარდება. ვხედავთ, ჩვენი ეროვნული ნაკრები როგორ დონეზე თამაშობს. ამიტომ შემდეგ შეკრებებზე კეპმში მონაწილეობას გოგონებიც მიღებენ“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.
GIPHY App Key not set. Please check settings