გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგში“ დარჩება.
მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესი რამდენიმე კლუბმა გამოთქვა. მათ შორის, დასახელდა მისი ყოფილი კლუბი „ლევანტე“. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელმა გადაწყვიტა და ამ სეზონში გუნდს არ შეიცვლის. ზაფხულამდე ასე იქნება და მერე ვნახოთ.
გადაწყვეტილება ფეხბურთელმა თავად მიიღო, რადგან მიაჩნია, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება შეუძლია.
ქოჩორაშვილი ლისაბონურ კლუბს გასულ ზაფხულს „ლევანტედან“ შეუერთდა. თუმცა ახალ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და სულ უფრო ცოტას ათამაშებენ. მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა (1 ასისტი), ყველა ტურნირზე 20 მატჩში (2 საგოლე პასი), ამიტომაც დადგა დღის წესრიგში გუნდის გამოცვლის საკითხი.


GIPHY App Key not set. Please check settings