საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა შესაძლოა დღეს “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშოს. “ლევანტეს” მთავარმა მწვრთნელმა პაკო ლოპესმა ქოჩორაშვილი “ბარსელონასთან” მატჩისთვის 23-კაციან სამატჩო განაცხადში შეიყვანა.
გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და ესპანეთის თასზე გოლის გატანაც შეძლო.
გიორგი ქოჩორაშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია და საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო. ესპანეთში პირველად 2018 წელს წავიდა და „ჟირონაში“ ჩაირიცხა, მაგრამ იჯარით „პერალადაში“ თამაშობდა, სეზონის ბოლოს კი გუნდები ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შემდეგ გიორგი მენეჯერის, ლევან სეთურიძის მონაწილეობით 2019 წელს „ლევანტეში“ აღმოჩნდა. მიმდინარე სეზონში ძირითადად „ლევანტე2“-ში თამაშობს (რომელიც სეგუნდა ბ-ში გამოდის) და გუნდის ფორმით 14 მატჩი ჩაატარა.
ლა ლიგის 36-ე ტურში „ლევანტე“ კატალონიურ გრანდს „ესტადიო დი ვალენსიაზე“ დღეს ღამე, თბილისის დროით, 24:00 საათზე უმასპინძლებს. ლეო მესი და კამპანია 75 ქულით მესამე ადგილზე არიან და მადრიდის „ატლეტიკოსა“ (77 ქულა) და „რეალის“ (75 ქულა) გადასასწრებად მოგება სჭირდებათ.
„ლევანტე“ 39 ქულით მე-14 პოზიციაზეა და ჩემპიონატის დასარულებამდე 3 ტურით ადრე 9 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას.
GIPHY App Key not set. Please check settings