„ლევანტე“ და გიორგი ქოჩორაშვილი ურთიერთობას 2027 წლამდე ახანგრძლივებენ.
ესპანურმა გუნდმა ამოქმედდა ორი დამატებითი სეზონის მუხლი, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულებას მოიცავდა. ამიტომ ქართველი ფეხბურთელი „ლევანტეს“ მაისურს 2027 წლის ივნისამდე ჩაიცვამს.
ამის შესახებ თავად კლუბის საიტი წერს და ფეხბურთელის კომენტარიც მოჰყავს.
ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ აჩვენა მუდმივი ზრდა და სამაგალითო ერთგულება.
ქოჩორაშვილის დებიუტი პირველ დივიზიონში ლევანტინისტის პირველ სეზონში შედგა. 2022/2023 წლების სეზონში „კასტელონში“ ითამაშა იჯარით. იქ მან განაგრძო განვითარება და დააგროვა ღირებული გამოცდილება. გასულ ზაფხულს დაბრუნდა „ლევანტეში“ თავისი თამაშის, ხასიათის, თავდადებისა და მონდომების წყალობით გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა.
გარდა ამისა, ამ სეზონის განმავლობაში, ჰქონდა შესაძლებლობა, ყოფილიყო თავისი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, პირველად მიაღწია საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას.
გიორგი ქოჩორაშვილი: “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბთან დაკავშირებული ვარ”
„ეს არის გუნდი, რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში ბევრი შესაძლებლობა მომცა. ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში ვრჩები და ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივაღწიე ისეთ რაღაცეებს, როგორიცაა „ლევანტეში“ თამაში, ჩემს ეროვნულ გუნდში თამაში, ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაცია…
ეს იყო რთული, მაგრამ კარგი წელი ჩემთვის. ყოველდღე უნდა გააგრძელო ბრძოლა იმისთვის, რისიც გჯერა“.
„მე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოსთან ერთად ასეთ დიდ ტურნირზე და მიხარია, რომ ეს ხდება ახლა, როცა 24 წლის ვარ და შემიძლია სიამოვნება მივიღო ჩემს ეროვნულ გუნდთან, ჩემს ქვეყანასთან ერთად“ – განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings