საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი “ლევანტეში” კიდევ ერთი წლით დარჩება. 22 წლის ქართველ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. კონტრაქტის მიხედვით, ქოჩორაშვილი ისევ “ლევანტეს” სარეზერვო გუნდში “ატლეტიკო ლევანტეში” ითამაშებს, მაგრამ არაა გამორცხული მას, შარშანდელის მსგავსად, წელსაც მიეცეს ლა ლიგაში თამაშის საშუალება.
ქოჩორაშვილი უკვე მესამე სეზონია, რაც “ლევანტეში” ირიცხება. მის ანგარიშზე ლა ლიგაში ჩატარებული 4 მატჩია, კოპა დელ რეიზე კი 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ლა ლიგაში გიორგის დებიუტი 2020 წლის ივლისში ბილბაოს “ატლეტიკთან” შედგა.
GIPHY App Key not set. Please check settings