ლა ლიგა 2-ში ქართველების გუნდები შეხვდნენ. გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ შინ 1:2 წააგო გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტესთან“.
ანგარიში მე-18 წუთზე ქოჩორაშვილმა გახსნა: დაახლოებით 15 მეტრიდან ცაციათი ახლო კუთხეში გაიტანა.
ეს მისი მე-3 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. პლუს 2 ასისტი.
ქოჩორამ შეუცვლელად ითამაშა. მისი შეფასებებია: Flashscore – 7.7; Sofascore – 7.6.
რაც შეეხება წიტაიშვილსს, ისიც ძირითადში იყო, მაგრამ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. შეფასებები: Flashscore – 6.7; Sofascore – 6.5.
გრანადა – ლევანტე 1:2
გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი (18), 0:2 მარტინესი (31), 1:2 სანჩესი (58)
ზედიზედ 2 გამარჯვების შემდეგ “ლევანტე” მე-2 ადგილზეა. „გრანადას“ კი 19 ქულა დარჩა და მეექვსეზეა.
30 ოქტომბერს თასზე „გრანადა“ „კორტესს“, ხოლო ლევანტე“ „პონტევედრას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings