სანაკრებო პაუზა დასრულდა და მარტის მატჩებამდე საკმაო დროა, მაგრამ ჩვენი ლეგიონერების მდგომარეობა მაინც მნიშვნელოვანია. ვნახოთ როგორ ითამაშეს ნაკრების წევრებმა.
გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი შეხვედრა ჩაატარა ინგლისის ჩემპიონშიფში. ქართველის „უოტფორდი“ ლიდერ „ლესტერს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
ჩაკვეტაძე სათადარიგოებში იყო და თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო. 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგის შეფასება 6.5-ია.
მასპინძელთაგან დუბლი შეასრულა ჯეიმი ვარდიმ.
17 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 21 ქულით მე-15 ადგილზეა.
ზურიკო დავითაშვილმა მორიგი მატჩი ჩაატარა „ბორდოში“, რომელიც „პარიზს“ ესტუმრა და 2:1 მოუგო.
ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 85 წუთი ითამაშა. მისი შეფასებაა 6.7.
„ბორდომ“ გამარჯვების გოლი 90+3-ე გაიტანა, 18 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზეა.
ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ სტუმრად 1:3 დამარცხდა „ეიბართან“. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 7.2.
აზერბაიჯანში ქართველების გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. დავით ვოლკოვის „საბაჰი“ 1:2 დამარცხდა ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღთან“.ვოლკოვი შესვენებისას შეცვალეს, გუგეშაშვილი სათადარიგო იყო.
უკრაინის პირველობაზე ქულები დაკარგა „შახტარმა“, რომელმაც „ჟიტომირს“ ვერ მოუგო (0:0). გიორგი. გოჩოლეიშვილი მე-11 წუთზე შევიდა ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად, ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა.
თურქეთში, გიორგი აბურჯანიას „ჰათაისფორი“ გასვლაზე 1:2 დამარცხდა „ისტანბულსფორთან“. აბურჯანიამ 73-ე წუთიდან ითამაშა და 6.1 მიიღო.
პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ სტუმრად „რაკოვს“ დაუზავდა (1:1). კაკაბაძე 83-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე გააფრთხილეს, შეფასებად კი 7.0 დაუწერეს.
სლოვაკეთში, შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ. „სლოვანმა“ კი სტუმრად 2:0 მოუგო “მიხალოვცეს“. კაშიას შეფასება 7.3, ხოლო კანკავასი – 7.1-ია.
სამწუხაროდ, იტალიის სერია B-ში ჩვენებს არ უთამაშიათ. ლუკა ლოჩოშვილიც („კრემონეზე“-„ლეკო“ 1:0) და ივა გელაშვილიც („სამპდორია“-„სპეცია“ 2:1) სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.
დავით ხოჭოლავა, ლაშა დვალი, ოთარ კიტეიშვილი და ლევან შენგელია ტრავმირებული არიან და თავიანთ გუნდებში ბუნებროვოა არ უთამაშიათ.
GIPHY App Key not set. Please check settings