in

ქოჩორაშვილის ძალიან მაგარი საგოლე პასი და ქულა გასვლაზე

გიორგი ქოჩორაშვილის “ლევანტემ” ლა ლიგა 2-ის მე-3 ტურის მატჩში სტუმრად ფრედ ითამაშა “ეიბართან” – 2:2.

უკვე მე-4 წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა მაგრად გადაუგდო ბურთი პარტნიორს და მეკარესთან მარტო დატოვა, ანგარიში ასე გაიხსნა და ქოჩორამ ასისტი მიითვალა.
გიორგიმ საკუთარ ნახევარზე ჩაჭრა ბურთი და შეტევა წამოიწყო, თანაგუნდელებს ორჯერ გაუთამაშა კედელი, ბურთი დაიბრუნა და საბოლოო ეფექტური გადაცემაც გააკეთა.
ქოჩორაშვილმა 75-ე წუთზე შეცვალეს. მისი შეფასება ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა – flashscore – 7.2, sofascore – 7.1.

ეიბარი – ლევანტე 1:1
გოლები: 0:1 ბრუგუი (4), 1:1 პუერტასი (47), 1:2 რომერო (79), 2:2 პუერტასი (90+2)

„ლევანტე“ 3 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-6 ადგილზეა. ქოჩორაშვილის ანგარიშზე კი სამ შეხვედრაში 1+1-ია.

მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს გასვლაზე „კარტახენასთან“ ითამაშებს, რომელშიც ქართველი სანაკრებო პაუზის გამო არ ეყოლება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მზადება დაიწყო: გვიხარია ისევ ერთად ყოფნა

კვარა სერია ა-ს აგვისტოს სიმბოლურშია