in

ქოჩორაშვილის შეძენას ნაპოლი და სპორტინგი შეეცდებიან

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 81

საქართველოს ნაკრებსა და “ლევანტეში” წარმატებული ასპარეზობის შედეგად, 25 წლის ნახევარმცველით, გიორგი ქოჩორაშვილით არაერთი კლუბი დაინტერესდა.

სატრანსფერო ექსპერტი ეკრემ კონური თავის “ტვიტერზე” წერს, რომ “ნაპოლი” და “სპორტინგი” მზად არიან ქოჩორაშვილში “ლევანტეს” 7-10 მილიონი ევრო შესთავაზონ. ადრე კონურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქოჩორაშვილით “ტრაპზონსპორია” დაინტერესებული.

ლისაბონური კლუბი უკვე სერიოზულად არის დაინტერესებული ქართველით და პორტუგალიელი ჟურნალისტები მის თამაშს განიხილავენ.

გიორგის, რომლის ღირებულება transfermarkt-ის მიხედვით 4 მილიონი ევროა, “ლევანტესთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ გუნდმა გუშინ სეგუნდა დივიზიონის 32-ე ტურში სახლში “კატსელონს” 3:2 მოუგო, 59
ქულით ლიდერია და თუ ლა ლიგაში გადავიდა, ძნელი წარმოსადგენია ერთ-ერთ ლიდერს შეელიოს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

10-12 წლის წინ სად იყო საქართველოს ნაკრები და სად არის დღეს

წინსვლის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: რას ამბობს ვილი სანიოლი