ლა ლიგა 2-ის მე-10 ტურში „ლევანტე“ გასვლაზე, დერბიში „კასტელონთან“ დამარცხდა – 0:2.
შეგახსენებთ, ეს ის გუნდია, სადაც ქართველი ფეხბურთელი იჯარით თამაშობდა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გულშემატკივრები ჩვენიანის გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ.
ქოჩორაშვილი ძირითადში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. მისი შეფასებებია: sofascore – 7.0, flashscore – 6.6.
კასტელონი – ლევანტე 2:0
გოლები: 1:0 სანჩესი (53), 2:0 სანჩესი (77)
„ლევანტემ“ ზედიზედ მეორედ წააგო, 15 ქულით მე-9 ადგილზეა და 24 ოქტომბერს „დეპორტივოს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings