გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ სტუმრად 2:1 დაამარცხა ერთ-ერთ კონკურენტი „უესკა“ 2:1 და გალიდერდა.
31-ე ტურის შეხვედრაში გოლები მეორე ტაიმში გავიდა, გადამწყვეტი კი 90-ე წუთზე ქოჩორაშვილის პასით და „ლევანტემ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო (86-ე წთ).
მისი შეფასებებია: flashscore – 7.5, sofascore – 7.4.

უესკა – ლევანტე 1:2
გოლები: 0:1 პამპინი (54), 1:1 მუნიოსი (69), 1:2 ფორესი (90+1)
„ლევანტეს“ და სანტანდერის „რასინგს“ 56 ქულა აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე ვალენსიური გუნდია.
„ლევანტე“ 23 მარტს „კასტელონს“ უმასპინძლებს, თუმცა ამ მატჩში ქოჩორაშვილი ვერ ითამაშებს, რომელიც იმ დროს თბილისში იქნება და საქართველოს ნაკრებში სომხეთი ეყოლება დასამარცხებელი.

GIPHY App Key not set. Please check settings