გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგში“ პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა: მისი გუნდი პორტუგალიის სუპერთასზე ლისაბონის „ბენფიკას“ შეხვდა და დამარცხდა – 0:1.
ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო და შეცვლაზე, 69-ე წუთზე შევიდა.
„სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატში პირველ შეხვედრას 8 აგვისტოს „კასა პიასთან“ სტუმრად გამართავს.
სპორტინგი – ბენფიკა 0:1
გოლი: პავლიდისი (50)
GIPHY App Key not set. Please check settings