in

ქოჩორას მერე: ლევანტემ ბოლოს ორი გაუშვა და ისე წააგო

ლა ლიგა 2-ის მე-17 ტურში „ლევანტე“ სტუმრად ლიდერებში მყოფ „მირანდესთან“ დამარცხდა – 1:2.

ეს გახლავთ დასანანი წაგება, რადგან „ლევანტე“ 87-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ ბოლოსკენ ერთბაშად ორი გოლი გაუშვა (87 და 90+3 წთ) და უქულოდ დარჩა.

გიორგი ქოჩორაშვილი ძირითადში იყო და თითქმის სრულად ითამაშა, 90+1-ე წუთზე გავიდა. სწორედ ქართველი საყრდენის გასვლის შემდეგ გაუშვა “ლევანტემ” გადამწყვეტი ბურთი.

მირანდესი – ლევანტე 2:1
გოლები: 0:1 გარსია (56), 1:1 როკა (87), 2:1 პანიჩელი (90+3)

„ლევანტე“ 29 ქულით მე-5 ადგილზეა და 14 დეკემბერს „კორდობას“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიუკასლმა ვახტანგ სალია ინგლისში მიიწვია

შევიდა და… მიქაუტაძემ ძალიან მაგარი გოლი გაიტანა