in

ქოჩორას ლევანტე ლა ლიგაში გადავიდა

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში „ბურგოსს“ ესტუმრა, 3:2 მოუგო და ერთი ტურით ადრე ლა ლიგის საგზური მოიპოვა.
“ლევანტემ” დრამატულ ბრძოლაში, მერვე დამატებულ წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა

ქართველი ფეხბურთელი კვლავ თადარიგში დარჩა და მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა.
შეფასებები: sofascore – 7.1, flashscore – 6.8.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი მომდევნო სეზონს ლისაბონის „სპორტინგში“ იქნება, რომელმაც სხვათა შორის პორტუგალიის თასის ფინალში “ბენფიკა” დაამარცხა.

ბურგოსი – ლევანტე 2:3
გოლები: 1:0 ნინიო (1), 1:1 მორალესი (21), 2:1 ნინიო (35), 2:2 ბრუგუე (85), 2:3 ალვარესი (90+7)
გამოუყენებელი პენალტი: მარტინესი (18, ლევანტე)

„ლევანტემ“ 76 ქულა დააგროვა. ბოლო ტურში მისი გადასწრება შეუძლია მხოლოდ მეორეადგილოსან „ელჩეს“ (74 ქულა), მაგრამ მესამეადგილოსანი „ოვიედო“ (72) ვეღარ დაეწევა.
„ლევანტე“ 1-ელ ივნისს, ბოლო ტურში „ეიბარს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის ქულები არ დაფასდა, ტენერიფემ მინიმალურად წააგო

გოგლიჩიძის ემპოლი კონკურენტთან დამარცხდა და გავარდა