ლა ლიგა 2-ის 27-ე ტურში „ლევანტემ“ შინ „ხიხონს“ უმასპინძლა და ქულა მიიმატა აქტივში – 0:0.
გიორგი ქოჩორაშვილი ძირითადში იყო და ბოლოსკენ, 88-ე წუთზე შეცვალეს. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. ჩვენიანმა ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო: sofascore – 7.7, flashscore – 7.4.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო, რომელმაც გუშინ გიორგი მამარდაშვილის თამაშიც ნახა „ვილიარეალთან“.
„ლევანტემ“ 44 ქულით მე-5 ადგილზეა და 23 თებერვალს ლიდერ „მირანდესს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings