in

ქოჩორას თავი შეუხვიეს, მაგრამ მაინც ითამაშა, თან კარგად

ლა ლიგა 2-ის მე-17 ტურში „ლევანტემ“ შინ „ბურგოსი“ 3:1 დაამარცხა.

გიორგი ქოჩორაშვილი ძირიტადში იყო და ბოლომდე ითამაშა, და ეს მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში საჰაერო ორთაბრძოლისას თავის არეში დაზიანება მიიღო, მაგრამ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ თამაში თავშეხვეულმა გააგრძელა.

მეტიც, ჩვენიანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც შეფასებებზეც აისახა: Sofascore – 7.5, flashscore – 7.3.

ლევანტე – ბურგოსი 3:1
გოლები: 0:1 სანჩესი (20), 1:1 მორალესი (35), 2:1 ესპი (84), 3:1 ესპი (90+2)

„ლევანტეს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 29 ქულით მე-4 ადგილზეა და 6 დეკემბერს სტუმრად „მირანდესს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძის მე-6 ორმაგი დუბლი სეზონში: ორლანდოს სუპერსერია გრძელდება

ჩაკვეტაძის კარგი მატჩი, უოტფორდმა ვერ მოიგო