in

ქოჩორამ 5 წუთით და კინაღამ გოლით დაიწყო: სპორტინგმა მოიგო

გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მისი „სპორტინგი“ პირველ ტურში „კასა პიას“ ესტუმრა და მოუგო – 2:0.

ქართველი ახალწვეული თადარიგშ იყო და თამაშში მხოლოდ მატჩის მიწურულს, 85-ე წუთიდან ჩაერთო.

მიუხედავად მცირე დროისა, გოლის გატანა შეეძლო და ხელი მცველმა შეუშალა, ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.

შეფასება არ მიუღია.

გუნდის მწვრთნელმა რუი ბორჟესმა მანამდე განაცხადა, რომ ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ დამღლელი სეზონი ჩაატარა და ტრავმის რისკის თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე მართებთ.

კასა პია – სპორტინგი 0:2
გოლები: 0:1 ტრინკაო (42), 0:2 იულმანი (62)

მომდევნო მატჩს „სპორტინგი“ 17 აგვისტოს შინ „აროკასთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი მომავლის ნაწილია, ის მზადაა ყურადღების ცენტრში მოექცეს

ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა, ნიურნბერგმა ისევ ბოლოს წააგო