in

ქოჩორამ მაგრად დაიწყო: ლამაზი გოლი, მაღალი შეფასება და პირველი მოგება

გიორგი ქოჩორაშვილმა ახალი სეზონი გოლით და მოგებით დაიწყო. ქართველმა ნახევარმცველმა ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში ხიხონის „სპორტინგს“ გაუტანა და „ლევანტეს“ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:1.

ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და სტუმართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. ქოჩორაშვილმა მაღალი შეფასება – 8.0 ქულა მიიღო, რაც ორივე გუნდში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია.

ქოჩორაშვილმა გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა. მარჯვენა მხარეს საჯარიმოს გარეთ ჯარიმა დაინიშნა. ჩვენიანმა ახლო კუთხეში დაბლა გაუშვა ბურთი, მაგრამ მეკარე ვერ მისწვდა.

სპორტინგი – ლევანტე 1:2
გოლები: 0:1 ალვარესი (14), 0:2 ქოჩორაშვილი (42), 1:2 დუბასენი (59)

24 აგვისტოს „ლევანტე“ „კადისს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუმ ისევ გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა

პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველი დე ბრუინია