in

ქოჩორამ და წიტაიშვილმა კარგად ითამაშეს

ლა ლიგა 2-ში ქართველების გუნდებმა მე-20 ტურის მატჩები შუა კვირაში ითამაშეს: გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ მოიგო, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ კი ქულა აიღო.

„ლევანტე“ „ალბასეტეს“ ესტუმრა და 0:0 ითამაშა. ქოჩორაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ბოლომდე ითამაშა და გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა. ქართველმა ნახევარმცველმა თავის გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო: sofascore – 7.8, flashscore – 7.6.

გიორგი წიტაიშვილიც „გრანადას“ ძირითადში იყო „კარტახენასთან“ მოგებულ მატჩში 4:1 მოიგო. ჩვენიანი 69-ე წუთზე შეცვალეს და ასევე მაღალი შეფასება დაუწერეს – 7.6.

20 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 31 ქულით მე-6 ადგილზეა და ერთი მატჩი თადარიგში აქვს, ხოლო „გრანადა“ 32 ქულით მე-4-ზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მუდრიკი დოპინგზე ჩავარდა. ამბობენ, ნოემბერში ნაკრების თამაშზეო: ნეტა, ჩვენთან ხომ არა?!

დააწყნარეს: ფიფამ წლის ფეხბურთელის პრიზი ვინისიუსს მისცა