in

ქომაგი: კვარაცხელიას დამსახურებით, საქართველო აშშ-ს შტატი აღარ არის

calcionapoli24.it ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივრის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც “ნაპოლისა” და “სასუოლოს” მატჩს დაესწრო.

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას გამო ნეაპოლელთა საშინაო და საგარეო შეხვედრებს ქართველები მუდმივად ესწრებიან:

“ხვიჩამ ჩვენს ქვეყანაში გააერთიანა ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ეროვნებისა და რელიგიისა…

ხშირად ადამიანებს არ ესმით, რატომ არის ფეხბურთი ასეთი მნიშვნელოვანი. მათ ვერ გაუგიათ, როგორ შეუძლია ფეხბურთს გადაგავიწყოს პრობლემები, დროებით წაშალოს ტკივილი და სტრესი თქვენი ცხოვრებიდან.

კვარაცხელიას თამაშის დროს 90 წუთის განმავლობაში ქართველებს ყველაფერი ავიწყდებათ და მხოლოდ მოედანზე ამახვილებენ ყურადღებას.

მსოფლიოში არცერთ ქართველ ემიგრანტს აღარ მოუწევს ახსნა,საიდან მოდის. ახლა შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ კვარაცხელიას ქვეყნიდან მოვდივართ და ყველაფერი გასაგები იქნება. ხვიჩას წყალობით, საქართველო აღარ არის აშშ-ის შტატი ან სტალინის დაბადების ქვეყანა, არამედ ახლა იქცა კვარაცხელიას სამშობლოდ”, – ნათქვამია კომენტარში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: კრიშტიანუ რონალდუმ გარი ნევილი არ შეიმჩნია

GOAL.COM-მა სერია ა-ს ბომბარდირთა დავა განიხილა. კვარა საქმეშია