in

ქვილითაიმ გაიტანა და ტრავმა მიიღო, კიტე ნახევარფინალში გავიდა, ზურიკო კონკურენტს დაეწია – ლეგიონერები

გიორგი ქვილითაიამ მორიგი გოლი გაიტანა და „აპოელს“ შინ „აპოლონის“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1, ოღონდ ეგაა, რომ თავად ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
22-ე ტურის შეხვედრაში „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ გუნდის კაპიტანი გიორგი ქვილითაია იყო, მურთაზ დაუშვილი და ლაშა დვალი კი თადარიგში დარჩნენ.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც ქვილითაიამ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.
54-ე წუთზე ქართველი ფორვარდი დაეცა, ექიმებსაც უხმო, მაგრამ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და საკაცით გაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზურგის ტრავმამ შეაწუხა.
22 ტურის შემდეგ „აპოელი“ 49 ქულით მე-2 ადგილზეა და ლარნაკას აეკ-თან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა.

ლიგა 2-ის 22-ე ტურის შეხვედრაში „ბორდო“ სტუმრად „პოს“ შეხვდა და 2:0 მოუგო. ზურიკო დავითაშვილი ძირითადში იყო.
დავითაშვილი 83-ე წუთზე შეცვალეს.
ამ მოგების შემდეგ „ბორდომ“ 39 ქულა დააგროვა და „სოშოსთან“ (39) მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის თასის ნახევარფინალში გავიდა. გრაცელებმა სტუმრად „ზალცბურგი“ პენალტების სერიაში დაამარცხეს.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. კიტეიშვილი აქტიური იყო. 38-ე წუთზე მისი წამოწყებული შეტევა ბოსნიელმა გაზიბეგოვიჩმა შორეული დარტყმით დააგვირგვინა და „შტურმი“ დააწინაურა – 1:0.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტი ხვიჩაზე სერიოზულად ფიქრობს: ქალაქში ახალი გუნდი კეთდება

რონალდომ არაბეთში პირველი გაიტანა: კრიშტიანო 22 წელია იტანს და 702 გოლი მოუგროვდა