გიორგი ქვილითაიამ შესაძლოა კარიერა ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდში “პანათინაიკოსში” განაგრძოს. მოგეხსენებათ, 27 წლის ქართველი თავდამსხმელი ბელგიური “გენტის” საკუთრებაა და არენდის წესით ფამაგუსტას “ანორთოსისის” ღირსებას იცავს.
გიორგი ქვილითაია თავადაც ადასტურებს, რომ “ანორთოსისში” დიდხანს გაჩერებას არ აპირებს და უკეთეს კლუბში სურს კარიერის გაგრძელება. ბერძნული გამოცემა newspao.gr ქვილითაიას “პანათინაიკოსს” სთავაზობს, რადგან მათი აზრით ასეთი ფორვარდი სჭირდება ამ გუნდს.
ქვილთაიას მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი (2 საგოლე გადაცემა). ქართველ თავდამსხმელს „გენტთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. ბელგიელებმა 2018 წელს მის შესაძენად 3 მილიონი ევრო გადაიხადეს.
GIPHY App Key not set. Please check settings