in

ქვილითაია და დვალი ჩემპიონები არიან

ქართველი ფეხბურთელები კვიპროსის ჩემპიონები გახდნენ.

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო, 36-ე ტურში აპოელ-სა და აეკ-ის მატჩი 1:1 დასრულდა. ორივე ამ გუნდმა 73 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით – ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგი და ბურთების უკეთესი სხვაობა – აპოელ-მა გაასწრო და 29-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

ორივე ქართელი ძირითადში იყო, ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ კი 82-ე წუთამდე.

დვალმა ჩემპიონატის 27 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ქვილითიამ 29 მატჩში – 8 გოლი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტადიონზე და ქალაქში აპოელ-ის გულშემატკივრებმა გამარჯვება ზეიმით აღნიშნეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი მთლად წახდა: ცუდი მატჩი და მორიგი წაგება – ხვიჩა დაბრუნდა და…

ჩემპიონები უკრაინაში, ლოჩოშვილის გადათამაშება იტალიაში და აპრილის საუკეთესო ზურიკო – ლეგიონერები