საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში ქართველების „მეცმა“ ლიდერთა შორის მყოფ „ლილს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0.
„მეცის“ რიგებში სამივემ ქართველმა ითამაშა. გიორგი წიტაიშვილი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია შეცვლაზე შევიდნენ.
თუმცა ქვილითაიას შანსი ფაქტობრივად არ მისცემია, ის სულ ბოლოს, წამატებულ დროში სწორედ წიტაიშვილის ნაცვლად შევიდა და ბურთთან შეხებაც ვერ მოასწრო.

აბუაშვილი კი 62-ე წუთიდან აქტიურად ჩაერთო, შეტევებსაც ამწვავებდა და გატანა თავადაც შეეძლო.
შეფასებები:
წიტაიშვილი: whoscored – 6.5, sofascore – 7.2 , Flashscore – 6.6.
აბუაშვილი: whoscored – 6.4, sofascore – 6.7, Flashscore – 6.8.
ქვილითაია: whoscored -6.1, sofascore – 6.5.
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ტოპ 5 ჩემპიონატის ერთ გუნდში ამდენი ქართველი თამაშობს. პირველი გერმანული „ფრაიბურგი“ იყო.
„მეცმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ ფრედ ითამაშა, 13 ქულით ჯერაც აუტსაიდერია და 15 თებერვალს „ოსერს“ უმასპინძლებს.




GIPHY App Key not set. Please check settings