ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი და ამჟამად ფამაგუსტას “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ბაქოს “ნეფტჩის” მთავარ მწვრთნელად სურთ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ქართველის მიყვანა “ნეფტჩის” ხელმძღვანელობას ნამდვილად სურს, მაგრამ პრობლემას ფინანსები წარმოადგენს. წყაროს ინფორმაციით ქეცბაია რამდენიმე წლიან კონტრაქტს და წელიწადში 350 000 ევროს ითხოვს. ასევე,, მისი მოთხოვნაა ამბიციური კლუბის გასაკეთებლად ბიუჯეტი 20 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერა “ანორთოსისში” დაიწყო და გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ცოტა ხანი წვრთნიდა პირეოსის “ოლიმპიაკოსს”. 2009-2014 წლებში ქეცბაია საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდა. შემდეგ მუშაობდა- ათენის “აეკში”, და რუსულ “ორენბურგში”. 2019 წლიდან კი, კვლავ “ანორთოსისს” ჩაუდგა სათავეში.
GIPHY App Key not set. Please check settings