in

ქეცბაია ანორთოსისიდან გაუშვეს

თემურ ქეცბაია კვიპროსის “ანორთოსისის” მწვრთნელი აღარ არის. ამაზე თავად კლუბმა განაცხადა.

ქართველმა სპეციალისტმა „ანორთოსისი” სექტემბერში ჩაიბარა. სულ 20 მატჩი ჩაატარა, 5 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.
ბოლოს “ხლორაკასთან” დამარცხდა – 0:2.

57 წლის ქეცბაიას კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე ჰქონდა.

„ანორთოსისი” 20 ქულით მე-12 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

ქეცბაიას ხელმძღვანელობით “ანორთოსისმა” ადრე ორჯერ მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი (2005 და 2008 წლებში), კვიპროსის თასი (2007 და 2021 წლებში) და ერთხელ კვიპროსის სუპერთასი (2007).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნების განრიგი მსოფლიოზე ცნობილია: ვიწყებთ რუმინეთით