საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა შესაძლოა ინგლისური “უოტფორდის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ყოველ შემთხვევაში იგი ერთ-ერთი კანდიდატია. ინფორმაციას watfordobserver ავრცელებს.
“უოტფორდი” კლუბის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყებად ემზადება. წელს გუნდის პრემიერლიგაში დარჩენის შანსი ძალიან მცირეა და გადაწყვეტილია, რომ როი ჰოჯსონი ზაფხულში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კლუბის ხემძღვანელობა ბოლო პერიოდში მთავარ მწვრთნელებს საკმაოდ უცნაურად ირჩევს – ჩისკო მუნიოსი, კიკე სანჩეს ფლორესი, ვლადიმირ ივიჩი, რთული სათქმელია, ამჯერად ვისზე შეჩერდება არჩევანი, მაგრამ სამი შესაძლო კანდიდატი, რომელიც ჰოჯსონის შემცვლელად განიხილება – “ოსასუნასა” და “გრანადას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი დიეგო მარტინესი, იტალიელი ფაბიო კანავარო და თემურ ქეცბაია – არიან.
თემურ ქეცბაია “ნიუკასლის” ყოფილი ფეხბურთელია. ქეცბაიაა ფამაგუსტას “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელია. ასევე უმუშავია აეკ-სა და “ოლიმპიაკოსში”. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტსაც იკავებდა. ქეცბაიასთვის ყველაზე დიდი წარმატება კვიპროსთან ასოცირდება. მისი ხელმძღვანელობით “ანორთოსისი” გახდა პირველი კვიპროსული გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა”, – წერს გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings