თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, რაშიც გასაკვირი არაფერია, ბოლო დროს ქართველი სპეციალისტი ისეთ განცხადებებს აკეთებდა.
ამაზე კომენტარი გააკეთა კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გეორგიოს კუმასმა:
„თემურ ქებაიასთანმოსაზრებები ნაკრებში შექმნილი ვითარების შესახებ. მან მოგვმართა, რათა მიგვეღო აუცილებელი გადაწყვეტილებები ნაკრების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. მისი თქმით გუნდს რადიკალური ცვლილებები სჭირდება.
ეჭვგარეშეა, რომ თემურ ქეცბაია ჩვენი გუნდის მიმართ პროფესიონალიზმსა და სიყვარულს ავლენდა. ეს მისთის დამახასიათებელია.
სამწუხაროდ, თანამშრომლობით შედეგებს ვერ მივაღწიეთ. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ბატონ თემურს და ვუსურვებთ წარმატებებს“.
შეგახსენებთ, რომ 56 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ერთა ლიგის ახალი გათამაშება ლიეტუვაში გამარჯვებით (1:0) დაიწყო, თუმცა მეორე ტურში შინ 0:4 დამარცხდა კოსოვოსთან.
კვიპროსის ნაკრებში ქეცბაია 2022 წლის 29 ივნისიდან მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 13-ჯერ დამარცხდა. ბურთების სხვაობა – 19:49.
GIPHY App Key not set. Please check settings