წინა ოლიმპიადაზე განცდილი მარცხისთვის იაკობ ქაჯაიამ რუს მეტოქეს რევანში აუღო. 1/4 ფინალურ შეხვედრაში ქართველმა მძიმეწონოსანმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი სერგეი სემიონოვი 3:1 დაამარცხა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მსაჯმა პასიურობისთვის პირველი შემჩნევა ქაჯაიას მისცა. რუსმა ჭიდაობის პარტერში გაგრძელება მოითხოვა, თუმცა იაკობმა ჩოგჯენში თავი კარგად დაიცვა და მეტოქეს ქულის აღების საშუალება არ მისცა.
მეორე რაუნდში უკვე იაკობს მიეცა ჩოგჯენში გდების გაკეთების საშუალება. ქართველმა ფალავანმა მეტოქე მარტივად დაატრიალა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჩილელი იასმან აკოსტა ფერნანდესი იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings